ლევან ხაბეიშვილი - ავტობუსების ტენდერი, პარკირება, ღამის ეკონომიკა ჩაუვარდათ - კალაძის და უმრავლესობის ადგილას დავფიქრდებოდი

ავტობუსების ტენდერი ჩაუვარდათ, პარკირება ჩაუვარდათ, ღამის ეკონომიკა ჩაუვარდათ. მე კალაძის და უმრავლესობის ადგილას დავფიქრდებოდი, რომ ამ ჩავარდნას სერიოზული შველა სჭირდება, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მიწისქვეშა პარკინგთან და ავტობუსებთან დაკავშირებით ჩავარდნილ ტენდერებზე შეკითხვები დასვეს. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიწისქვეშა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა იმიტომ დასრულდა უშედეგოდ, რომ ბიზნესმენებისთვის არამომგებიანი პირობების შეთავაზება ხდება. ამასთან, დეპუტატმა პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის 1 ლარად გადაცემის საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას მიწა განსხვავებული, მომგებიანი პირობებით გადასცეს.

"გვახარეს, რომ თბილისში ახალი საპარკინგე ადგილები იქნებაო. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ ახალ საპარკინგე ადგილებს დედაქალაქის თვითმმართველობა თავად თუ შექმნის, თორემ მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის შეთავაზება ბიზნესისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ ბიძინა ივანიშვილი არ არის.

50 კაცზე რომ პარკინგი მოაწყოს, ბიძინა ივანიშვილს საკუთრებაში მისცეს ქონება ლარად. როდესაც სასტუმროს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, პარკირება მინდა, თან საკუთრებაში თუ მაძლევს 1 ლარად. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესმენებს სთავაზობენ ცარიელ ადგილს, არაფერი ბიზნესი რომ არა აქვთ იქ და ეუბნებიან, რომ პარკინგი მოაწყვე, ოღონდ საკუთრებაში ვერ მოგცემთო. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოაწყო პარკინგი და დაარღვია პირობა, ჯარიმა 100 ლარი დაეკისრება,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო