ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე ე.წ. კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე ე.წ. კუკუშკამ მოძრაობა განაახლა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, პირველი რეისი დილის 07:15 საათზე შესრულდა.

„კუკუშკით“ ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მიწის მასები ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია “GR ბორჯომი - ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს