სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ბათუმში 70-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ბათუმში 70-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, მეწარმეების მხრიდან გაჟღერდა უკმაყოფილება აჭარის რეგიონში არსებულ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ფლობენ ან არ აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე დამატებით ისარგებლონ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშემწყობი მექანიზმებით სესხის პროცენტის თანადაფინანსების და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბათუმში, კერძოდ, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მეწარმეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების, მათ შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის მხარდამჭერი პროექტების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა