კანონმდებლობის თანახმად, სამუშაო ადგილებზე 32.5 გრადუსს ზემოთ ჰაერის საშუალოცვლური ტემპერატურის პირობებში ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე 32.5 გრადუს ცელსიუსზე ზემოთ ჰაერის საშუალოცვლური ტემპერატურის პირობებში მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული.

საუბარია მთავრობის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მიღებულ №69 დადგენილებაზე და აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებზე.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანება განმარტავს, 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს.

დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული: იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშაობა 32 გრადუს ცელსიუსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული. 

იმათთვის კი, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სირთულესთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდი და ზომიერი ფიზიკური დაძაბვა (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცესს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზღუდოს.

საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან ზევით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო