დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2 ივლისს თბილისის რამოდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოებისა და გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციის მიზნით, 2 ივლისს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე: სამგორში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №2, №2ა, №3, №3ა, №4, №4ა, №5, №5ა, №6, №7, №8 და №9 - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე; გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე კორპუსები, სოფელ გიორგიწმინდაში წერეთლის, ყაზბეგის, ნინოწმინდის, გაგრის, ხევისპირის, დრანდის, იმერეთის, ბატონიშვილის, აღმაშენებლის, რამაზ გოგიაშვილის, ბორჩალოელის, მაისურაძის ქუჩები, ასევე, ბერთუბნის, თეთრი ტბისა და გლდანის ციხეების მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორი; გლდანის V და VI მიკრორაიონს შორის "ფრესკო შოპინგ ცენტრი", Carrefour, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის №1 განყოფილება, საჯარო სკოლა №69, ნიჟარაძის სახელობის №27 მუსიკალური სკოლა და სხვა კომერციული ობიექტები - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე; ნუცუბიძეზე, სანდრო ეულის ქუჩა №3 - 14:00 საათიდან 18:00 საათამდე; ისანში, დოდაშვილის ქუჩა №20 - 10:00 საათიდან 17:30 საათამდე; ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №49/49ბ -11:00 საათიდან 13:30 საათამდე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით
"რომპეტროლის" ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა