საქართველოს ელჩს ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისისმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი “სამი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რაიმონდს ვეიონისისმა მადლობა გადაუხადა ელჩს ლატვიაში გაწეული ხუთწლიანი საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა. თეიმურაზ ჯანჯალიამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს