OPIC-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

OPIC-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. ახალ საინვესტიციო პროექტებზე კორპორაციის მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, OPIC-ი დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტის პროექტებით. გარდა ამისა, კორპორაცია საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელით თბილისში დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს აშენებს, რომლის მმართველი მსხვილი ამერიკული კომპანია იქნება. საავადმყოფოს მშენებლობაში უკვე განხორციელებულია მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა საქართველოსთვის რეგიონული სამედიცინო ჰაბის ფუნქციის შეძენისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

საუბარი ასევე შეეხო OPIC-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, რომელიც საქართველოსა და კორპორაციის პარტნიორობის 20-წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა OPIC-ის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და აღინიშნა, რომ კორპორაციას საქართველოში ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს, რომელიც მოიცავს პროექტებს 20-მდე მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს