ტყიბულის შახტში უსაფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში უსაფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს - მავნე და ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის კონტროლი, პერსონალის გადაადგილების დეტექცია მონიტორინგი, შახტში მიმდინარე პროცესების მართვის დისპეტჩერიზაცია.

აღნიშნული სიახლის პრეზენტაცია დღეს, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ინიციატივით ტყიბულის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას ტექნიკური და საამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, წიაღის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს შახტში დანერგილი სიახლეები გააცნეს. მათი ინფორმაციით, „პროექტის ფარგლებში შახტში ყველა უბანზე დამონტაჟდა ნახშირჟანგის, მეთანისა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის სპეციალური სენსორები. თითოეული მეშახტე სამუშაოდ გასვლის წინ აღიჭურვება ეკიპირებით, რომელსაც თავისი ნომრიანი ინდივიდუალური ჩიპი აქვს. მათი მონაცემები ავტომატურად გადაეცემა უბანზე დამონტაჟებულ სენსორებს და საოპერატორო სამსახურს, რომელიც ზუსტად აფიქსირებს, თუ რომელ უბანზე იმყოფება კონკრეტულად მეშახტე.

ასევე, შახტის დისპეტჩერი ოპერატორთან ერთად ზემოდან ხედავს ყველა იქ მომუშავე პერსონალს, იცის მათი სახელი და გვარი, სად არიან ისინი კონკრეტულად, გამოყვანილია თუ არა ამ უბნიდან და მხოლოდ ამ შემთხვევაში აძლევს დისპეტჩერი აფეთქების ნებართვას.

„აირების კონტროლის, პერსონალის მონიტორინგისა და დისპეტჩერიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა მინუმუმადე დაიყვანს მეთანის აფეთქებას და მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკს“, - აცხადებენ კომპანიაში.

შრომის ინსპექტორის, ნუკრი მელიქიშვილის თქმით, „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ და ხელმძღვანელობამ დაამონტაჟა დეტექციის და დისპეტჩერიზაციის თანამედროვე აღჭურვილობა-მოწყობილობები შახტის შიდა ტერიტორიიდან ზედა კომუნიკაციებამდე დასაქმებულების საკონტროლოდ, რაც უზრუნველყოფს მავნე აირების კონცენტრაციის კონტროლს და დასაქმებულების გადაადგილების კონტროლის საშუალებას აძლევს დისპეჩერებს ზედა კომუნიკაციებიდან. „ეს გააადვილებს და უფრო მეტად დახვეწს უსაფრთხოების სისტემას, რაც უფრო მეტ გარაინტიას იძლევა უსაფრთხო შრომითი პროცესებისთვის. ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეს და შახტის ადმინისტრაციას წარმატებებს ვუსურვებ, რომ თანთადათან, დროთა განმავლობაში უფრო მეტი ტექნოლოგია შემოიტანოს და დანერგოს“, - აღნიშნა მელიქიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა