პატრიარქმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სახალხო პარტიის დელეგაცია მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სახალხო პარტიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟან ოლბრიხტი ხელმძღვანელობდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისა და საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა, სადაც საუკუნეთა მანძილზე ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ განსხვავებული რწმენისა და ეთნოსის ადამიანები და რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას თავისმხრივ მართლმადიდებელი ეკლესია უწყობდა და უწყობს ხელს.

ევროპარლამენტარებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დიდია ილია მეორის როლი კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ამასთან ჩვენს ეკლესიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამტკიცების იმედი და სურვილი გამოთქვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა