სასაზღვრო პოლიციის უფროსი - სრული სურათი რომ გვექნება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომელი მხარის და რა დონის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს

სრული სურათი რომ გვექნება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომელი მხარის და რა დონის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, - ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ რუსული მხარის მიერ ქართველი მესაზღვრეების დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

შსს-ის მაღალჩინოსნის თქმით, ახლა მიმდინარეობს მოკვლევა და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მომხდართან დაკავშირებით შეფასების გაკეთება.

„საგუშაგომდე მისასვლელი გარკვეული მონაკვეთი გადის საზღვრის ხაზთან ძალიან ახლოს. ამ მონაკვეთის გავლისას მათი შეჩერება მოხდა რუსი მესაზღვრეების ჯგუფის მიერ, რომელთა განცხადებითაც, მათ დაარღვიეს საზღვარი და მოხდა მათი გადაყვანა რუსული მხარის საგუშაგოზე. ჩვენ მიერ ამ წუთში მიმდინარეობს ვითარების შესწავლა, ამიტომ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, როდესაც ცნობილი გახდება სრული სიმართლე. მესაზღვრეებთან საუბარი არ დასრულებულა. როდესაც მოხდება სრული სურათის აღდგენა, გვექნება მეტი შესაძლებლობა ვისაუბროთ, თუ რა მოხდა“, - განაცხადა თემურ კეკელიძემ.

რუსული მხარის მიერ 27 ივნისს დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გუშინ გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო