ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დღეს დანაშაულის უშუალო გამომძიებელს გამოკითხავს

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდებიან.

დღის მეორე ნახევარში გაიმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ახსნა-განმარტებას მოისმენენ. ფიფია ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

ამასთან, კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებზე იმსჯელებენ. როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. მისივე თქმით, ცალკე უნდა გამოიყოს საქმე, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის - გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის 2 მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს