ბექა დავითულიანი - 1-ელი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება მოხდება მათზე, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ

1-ელი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება მოხდება მათზე, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ღია კაფეებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვისაც მერიისთვის მიმართული აქვს ღია კაფეების გარეთ განთავსებაზე, მათ პრობლემა არ შეექმნებათ.

"დღესდღეობით, ვისაც მიმართული აქვს მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის ღია კაფეების გარეთ განთავსებაზე, მათ არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ვისაც მიმართული არ აქვს და კანონით ეკუთვნით, პირველი ივლისიდან მათზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება. მანამდე ჯერ კიდევაა დრო, რომ მათ სურთ ღია კაფეების განთავსება", - განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო