შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში - „შეცვალე სამყარო“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ღვისშვილთა კავშირმა“ გაუწია.

ტურნირი მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ქალთა - მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ და სსმ ბავშვთა მშობლებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა სტიმულირებასა და მათში თვითრწმენის გაძლიერებას ისახავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვან პირთა მშობლებმაც მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის ღონისძიებებში, რომელიც დისკრიმინაციის ყველა, პირდაპირი თუ ირიბი ფორმის აღმოფხვრას ემსახურება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჯერ კიდევ არსებული სტიგმის დაძლევას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს