თელავის მერიამ გივი ჩოხელის დაბადების დღე აღნიშნა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ფეხბურთელის, საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველის, ევროპის ჩემპიონის - გივი ჩოხელის დაბადების დღე აღნიშნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ყვავილებით შეამკო გივი ჩოხელის ძეგლი და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტომაშვილი, გივი ჩოხელის მეუღლე და ქალიშვილი, ძველი და ახალი თაობის ფეხბურთელები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ფეხბურთის სხვა ქომაგები.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა გივი ჩოხელის სახელობის თასის გათამაშების ფინალი, სადაც ერთმანეთს ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ლაგოდეხის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მონაწილეები კახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა როსტომაშვილმა, გივი ჩოხელის მეუღლემ და ქალიშვილმა დააჯილდოვეს. გივი ჩოხელის თასის გათამაშება 1968 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასში ახალი თაობის სპორტსმენები მონაწილეობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს