მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ის ორი რეკომენდაციაა, რომელზეც კომისიამ მომავალში უნდა იმსჯელოს. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, რეკომენდაციები საგამოძიებო ორგანოსადმია განკუთვნილი და ორ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ეხება.

„დღეს კომისია ისაუბრებს კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომლითაც უკვე მიმართავს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შესაბამის უწყებებს. ეს რეკომენდაციები გულისხმობს გამოძიების დაწყებას ორ ფაქტთან დაკავშირებით. პირველი ეხება ერთ-ერთი პირის დაჭრის ფაქტს ამ ინციდენტის დროს და ეს საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადასტურებს ჩხუბში მესამე ცივი იარაღის არსებობას, იმ ფონზე, რომ გამოძიების ოფიციალური ვერსიით საქმეში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებს. ამჯერად, შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მინიმუმ კიდევ ერთი ცივი იარაღი იყო საქმეში. გარდა ამისა იყო მეორე რეკომენდაციაც, რომელიც ეხება კიდევ ერთ პირთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ვფიქრობ ასევე კომისია დღეს ისაუბრებს იმ საქმიანობაზე, რომელიც მათ აქამდე გასწიეს", - განაცხადა სალაძემ.

საია-ს თავმჯდომარეს ასევე აინტერესებს კომისიის წევრების პოზიცია, 2017 წლის 1-ელი დეკემბრისა და მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და საგამოძიებო ორგანოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, ეხება უშუალოდ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. იყო გარკვეული ჩავარდნა. როცა კომისია იქმნებოდა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც მას ჰქონდა, იყო იმის დადგენა, ხომ არ იყო დაშვებული რაიმე შეცდომები გამოძიების დროს. ამაზე კომისიას გარკვეული შეხედულებები უკვე აქვს. კითხვები ლეგიტიმურია ამ მხრივ. თუკი ამხელა გახმაურებულ საქმეზე ამდენი ტიპის პრობლემა არსებობს, შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, სხვა ჩვეულებრივი გამოძიების დროს რამდენი პრობლემა შეიძლება იყოს", - განაცხადა სალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს