მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიისთვის არასამთავრობოების აზრი მნიშვნელოვანია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი მნიშვნელოვანია.

როგორც მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე სავარაუდოდ იქნება საუბარი იმ რეკომენდაციებზე, რომელზეც მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისითაც, რამდენად მიზანშეწონილია ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციების მიღება.

"არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად დეტალურად არიან საქმის კურსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, ასევე იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც გამოიკვეთა კომისიის მუშაობის დროს. ასევე, საუბარია რეკომენდაციებზე, რომლებზეც წინასწარ არ მინდა ვისაუბრო, რადგან ჩვენ გვექნება მსჯელობა დეტალურად, მათ შორის იურიდიულ მხარესთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილია ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციების მიღება და დასკვნებს, ალბათ საერთო ჯამში ერთობლივად გამოვიტანთ. გვექნება ამაზე დისკუსიაც და ვფიქრობ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივალთ", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს