ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების სარჩელი არ დააკმაყოფილა

ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ლუის ლულა და სილვას სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც ტელეარხი Globo იუწყება, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს, ყველა აპელაციის განხილვის პერიოდში ლულა და სილვას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

დაცვის მხარის ვერსიით, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ლულა და სილვა მანამდე დააპატიმრეს, ვიდრე ყველა აპელაციის განხილვა მოხდებოდა.

დაცვის მხარის ყველა წინა აპელაცია ყოფილი ლიდერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ასევე იყო უარყოფილი. შემდეგ ეტაპზე ადვოკატები აღნიშნული გადაწყვეტილების ფედერალური უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე გასაჩივრებას გეგმავენ.

7 აპრილს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა კორუფციის საქმეზე განაჩენის საფუძველზე დაპატიმრებული იყო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა