სერგი კაპანაძე - მნიშვნელოვანია, რომ რეგულარული კონტაქტი გვქონდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სამართლებრივ საკითხებზე მუშაობენ

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს რეგულარული კონტაქტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვინც სამართლებრივ, მათ შორის სისხლის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველოს აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან. კაპანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც კომისიას ბოლო დღეების განმავლობაში აქვს.

"საგამოძიებო კომისია აგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს რეგულარული კონტაქტი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სამართლებრივ, მათ შორის სისხლის სამართლებრივ საკითხებზე. იმის გამო, რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ საქმისა და ზოგადად საგამოძიებო კომისიის საქმიანობის მიმართ, მნიშვნელოვანია ეს რეგულარული კონტაქტები. ახლა გვექნება საუბარი მათთან იმ პროგრესზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში საგამოძიებო კომისიას ჰქონდა და ასევე განვიხილავთ მათთან იმ რეკომენდაციის პროექტებს, რომელიც შეთავაზებულია კომისიისთვის. კომისიას ჯერ არ უმსჯელია ამ რეკომენდაციებზე და ძალიან მალე განხორციელდება ეს მსჯელობაც და იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს ორი რეკომენდაცია ეხება ერთის მხრივ ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ვინაიდან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მეორე - ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით
"რომპეტროლის" ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა