მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია იმ ორ რეკომენდაციაზე იმსჯელებს, რომელიც კომისიაშია ინიცირებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს იმ ორ რეკომენდაციაზე იმსჯელებს, რომელიც კომისიაშია ინიცირებული. მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ რეკომენდაციებზე საინტერესო დისკუსია გაიმართა კომისიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე.

დეპუტატის თქმით, არასამთავრობოების ნაწილმა გააჟღერა პოზიცია, ხომ არ არის ნაჩქარევი რეკომენდაციაზე გადაწყვეტილების მიღება იმ ფონზე, რომ კომისიას ინციდენტში მონაწილე პირები ჯერ არ დაუკითხავს. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვანის გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხება, მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ამას უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც კომისიის წევრები არიან, მხარი დაუჭირონ.

"ძალიან საინტერესო აზრები გამოითქვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, მათ შორის გახმოვანდა პოზიცია, ხომ არ არის ნაჩქარევი ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხულები არ არიან და ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში. მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეიძლება თანხმობაც კი იყოს, რადგან ეს არ არის მაინცდამაინც პრინციპული საკითხი. პირველ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ასევე დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია რეგლამენტის მიხედვით, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მითითებული. ამასათან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა დღევანდელ სხდომაზე", - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო