თელავის მერიის და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ორგანიზებით, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული, 2018“-ის ღონისძიება გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ორგანიზებით, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული, 2018“-ის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ‘ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონიძიება პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს. კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და სპორტული კლუბების მოსწავლეებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად სიმბოლური გარბენით გამოხატეს ენერგოეფექტურობის, ენერგოუსაფრთხოების და ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვის მხარდაჭერა. გარბენის შემდეგ გაიმართა სახალისო ვიქტორინა, სადაც სწორი პასუხების ავტორები დაჯილდოვდნენ სუვენირებით, ხოლო გარბენის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

„თელავის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა მდგრადი ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი თემატიკით ასფალტი მოხატეს. ბენდი „ღამურების“ მონაწილეობით კი კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა დოკუმენტალისტ თომა ჩაგელიშვილითან, ასევე დოკუმენტური ფილმის „ენერგოეფექტურობის პრინციპები ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“ ჩვენება მოეწყო.

„ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ მიზანია მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების შესახებ განხილვის ხელშეწყობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და უახლესი მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, როგორც მდგრადი ენერგეტიკის ბაზარზე, ასევე სამეცნიერო-კვლევით სფეროში. „მდგრადი ენერგეტიკის კვირული, 2018“ წლის გზავნილია: „გახდი ლიდერი სუფთა ენერგიის წარმოებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა