აზიის განვითარების ბანკის მისია ბაკურიანში წყალმომარაგების არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

ბაკურიანი ტურისტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობის გამო, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ქსელის განვითარებას საჭიროებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბაკურიანი-მიტარბის წყალმომარაგება-წყალარინების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის მისია არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ბაკურიანში მოქმედი საფილტრი სადგური დაათვალიერა და სათხილამურო კურორტის სასმელი წყლით მომარაგების პრინციპს გაეცნო.

„დღეის მდგომარეობით, ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე გამოყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებელობის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა