ზესტაფონში აქცია - „გიყვარდეს შენი ქალაქი“ გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქცია სლოგანით –„გიყვარდეს შენი ქალაქი“ - მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ყოველი თვის ბოლო შაბათს იმართება და მასში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და სხვა საჯარო სამსახურების წამომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

მათი ინფორმაციით, დღევანდელი აქციის ფარგლებში დასუფთავდა სტაროსელსკის ქუჩიდან შემავალი, სოფელ ქვედა საქარის გზის დასაწყისი. სარეველა მცენარეებისგან და პლასტმასის ნარჩენებისგან გაიწმინდა გზის მიმდებარე ტერიტორია და სანიაღვრე არხი.

„გვინდა ეს აქციები იყოს სამაგალითო იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენივე საცხოვრებელ გარემოს და მუდმივად ვიზრუნოთ მასზე. მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ახალი სპეცტექნიკა შემოემატა და იმედი გვაქვს დაეტყობა კიდეც ქალაქის დასუფთავებას“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს