სერგი კაპანაძე - არასამთავრობოებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობაზე, ასევე ინიცირებულ რეკომენდაციებზე

ეს რეკომენდაციები, რომელიც კომისიაშია ინიცირებული, არ იქნება ერთადერთი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კაპანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არამხოლოდ კონკრეტულ რეკომენდაციებს, არამედ კომისიაში მიმდინარე მუშაობასაც.

"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე და იმ პროცესზე, რომელიც არის, ასევე იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და რომელიც განხილული უნდა იყოს კომისიაზე. ჩვენ დღის წესრიგის მიხედვით დღეს გვექნება ამ რეკომენდაციების განხილვა და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ეს რეკომენდაციები არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენ გამოვეცით. ჩვენ კიდევ გვექნება მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდებით არასრულწლოვნებს, დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება ასევე სხვა მიმართულებითაც კონკრეტული რეკომენდაციები, ისევე როგორც იქნება საბოლოო დასკვნა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, საგამოძიებო კომისის თავმჯდომარე აცხადებს რომ ორივე რეკომენდაცია სამართლებრივად მყარია და საქმის მასალებიდან გამომდინარეობს.

"რეკომენდაციები, რომელიც ინიცირებულია, არის მყარი, გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მიმაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა თავის დროზე გამოძიებას, დღეს იქნებოდა გაცილებით სხვა შედეგი ვიდრე ის შედეგი, რომელიც ახლა გვაქვს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების და ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

იხილეთ ვიდეო: რა საკითხებზე ისაუბრეს საგამოძიებო კომისიის, არასამთავრობოებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრაზე?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო