ომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია. ბურჯანაძის განმარტებით, სახალხო დამცველმა საქმის შესწავლისას იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც რეკომენდაციებშია ასახული, კითხვის ნიშნები დასვა. ბურჯანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ რეკომენდაციების გაზიარება.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ იყო ის, თუ რა რეაგირების ფორმები უნდა ჰქონდეს კომისიას. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ბუნებრივად ახლავს გარკვეული დელიკატურობა და გარკვეული ფრთხილი მიდგომები საჭიროა. განვიხილეთ ის სამართლებრივი საკითხები, შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტები, რომელიც ამ კუთხით არსებობს. ვიმსჯელეთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. ამ ეტაპზე კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს. მემგონი ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია ეს რეკომენდაციები. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ჩვენც ანალოგიური მიგნებები გვქონდა და ბუნებრივია, ფაქტობრივი თვალსაზრისით ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით. ეს კითხვის ნიშნები ჩვენც გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, მიგვაჩნია, რომ მათი გაზიარება იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურული საკითხები", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების და ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა