საია-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები სრული კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები სრული კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს. საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელთაგან ერთი ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე მ.კ.-ს წინააღმდეგ, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ხოლო მეორე რეკომენდაცია ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიებას ეხება.

როგორც სალაძე ამბობს, ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიდგომა უფრო იოლია, ვინაიდან კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხება.

"რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, აქ გადაწყვეტილება საბოლოოდ ცხადია კომისიამ უნდა მიიღოს და მე ვისურვებდი, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს სრული კონსენსუსის შედეგად. ეს ალბათ იდეალური იქნებოდა. იყო ბევრ ვერსიაზე და ვარიანტზე საუბარი, თუ რას შეუწყობს ხელს ახლა ამ რეკომენდაციის მიღება ან რა შეიძლება დააზიანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, მე მოვერიდები ღიად ამ შესაძლო რისკებზე ან პირიქით, უკეთესი სცენარის განვითარებაზე საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი განიხილება და იმედს ვიტოვებ, რომ კომისია ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით შეხვედრაზე დაფიქსირდა, როგორც რეკომენდაციების მიღების მხარდამჭერი, ასევე უფრო რბილი პოზიცია, რომელთა გაანალიზება მნიშვნელოვანია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა