შსს-მ შპს „ალბატროსის“ შენობაში ჩხრეკა ჩაატარა

შპს „ალბატროსის“ შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა. „მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება. გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის მომართვიდან, რამდენიმე საათში გადაუდებელი აუცილებლობით დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია და კონფლიქტი ამის გამო არ მომხდარა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო