მამუკა მდინარაძე რუსული მხარის მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებზე - კარგია, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, თუმცა გამოძიების შედეგები მეტ პასუხს გაგვცემს

კარგია, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, თუმცა გამოძიების შედეგები მეტ პასუხს გაგვცემს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსული მხარის მიერ ქართველი მესაზღვრეების დაკავების ფაქტს.

მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ასე იქცევა ოკუპანტი ქვეყანა, ეს არის მოცემულობა და რეალობა, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს, თუმცა ჩვენ ამას ვუპირისპირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს, სადაც ჩვენ ვმუშაობთ წარმატებულად.

კარგია, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, თუმცა გამოძიების შედეგები მეტ პასუხს გაგვცემს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გუშინ გაათავისუფლეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს