აჭარის უმაღლეს საბჭოში ირანელ სტუმრებს უმასპინძლეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსმა ირაკლი ცეცხლაძემ ირანელ სტუმრებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ირანის პარლამენტის კეთილმოწყობის კომიტეტის წევრები - ჰოსეინ ჰაშემი თახთი ნეჯადი, მოჰამად რეზა მალექჰაშირადი და ირანის მსხვილი პორტების სამმართველოს წარმომადგენელი აბდულა ჯაფარი, საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას თან ახლდათ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნული გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ სტუმრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, მისი მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ახლად მიღებულ კონსტიტუციურ კანონზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში განვითარებულ ურთიერთობებსა და ჩვენი რეგიონის ტურისტულ, საინვესტიციო პოტენციალზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ირანს შორის გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა საგრძნობლად გაზარდა ტურისტული ნაკადი ორივე მიმართულებით.

ირანელმა პარლამენტარებმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები საკანონმდებლო კუთხითაც განვითარდება.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მასპინძლებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა