საგამოძიებო კომისია ზვიად კუპრავას, მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებელს, დეტექტივების სამმართველოს და თბილისის პოლიციის უფროსებს დაკითხავს

მე დამიკავშირდა ზვიად კუპრავა, რომელიც ამ საქმის პარალელურ გამოძიებას ზაზა სარალიძესთან ერთად აწარმოებდა და მოითხოვა კომისიაზე მოსვლა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ორშაბათს სხდომაზე ზვიად კუპრავას დაკითხვა მოხდება.

„მე დამიკავშირდა ზვიად კუპრავა, რომელიც იცით თქვენ, რომ ამ საქმის პარალელურ გამოძიებას ზაზა სარალიძესთან ერთად აწარმოებდა. მან მოითხოვა კომისიაზე მოსვლა და იმ თემებზე საუბარი, რომელიც მისი აზრით, რელევანტურია. ჩვენ მიერ გამოსაკითხი პირების სიაში ზვიად კუპრავა ისედაც იყო შეყვანილი. აქედან გამომდინარე, მაქვს წინადადება, რომ ორშაბათს მოვუსმინოთ მასაც,“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებით, ორშაბათს ზვიად კუპრავასთან ერთად, გამოსაკითხ პირებს შორის არიან ხორავას ქუჩის საქმის უშუალო გამომძიებელი ირაკლი ფიფია, დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა