მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭები" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს