„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო მილიციამ მარიხუანას არაკანონიერი ფლობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მილიციამ მარიხუანას არაკანონიერი ფლობისთვის ახალგორში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო შს სამინისტრო ავრცელებს.

„მილიციის თანამშრომლებმა Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლის ჩხრეკისას აღმოჩენილია გარკვეული ნივთიერება. ექსპერტთა დასკვნით, აღმოჩენილი ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაა, რომლის წონა 3,95 გრამს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეს ახალგორის შს სამმართველო იკვლევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო