რუსთავში მხატვარ გიორგი ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

რუსთავში მხატვარ გიორგი (გოგა) ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე 45-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენლი. გოგა ცინცაძე 10 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და საქმიანობდა. პირველი საერთაშორისო აღიარება 2013 წელს ჰქონდა, როცა მილანში ჩატარებულ კონკურსზე, ნამუშევრები საქართველოს სახელით წარადგინა და პირველი ადგილი აიღო.

მხატვრის ის ნამუშევრები, რომლებიც დღეს „მადაგონის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდეგნილი, სექტემბერში ნიუ-იორკში უნდა გამოფენილიყო. InterPressNews.Ge

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, გამოფენას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს დეპუტატები, მხატვრის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

გოგა ცინცაძე 2017 წლის სექტემბერში, 41 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების საქართველოში ჩამოტანა ოჯახმა ერთი თვის წინ უზრუნველყო. გოგა ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა, ა(ა)იპ „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა