სენაკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კედარის სახეობის 10 ერთეული და კრიპტომერიის სახეობის 7 ერთეული უკანონოდ მოჭრილი ხე ნახეს. ადგილზე აღებული კოორდინატები საკუთრების უფლების დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. მათი პასუხის თანახმად, 10 ერთეული კედარის სახეობის ხის ჭრის ქარსაფარი ზოლის ტერიტორია, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტერიტორიაზეა მოჭრილი.

„10 ერთეული კედარის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანმა 2180,10 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის ხის მოჭრისათვის, გარემოსათვის მიყენებული ზიანი 850 ლარით განისაზღვრა.

ვინაიდან, ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ამ და სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, სამინისტროში მოქმედ ცხელ ხაზზე- 153, გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა