„იმედი“ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ჩვენებას ავრცელებს, სადაც კონფლიქტის დეტალებზეა საუბარი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ჩვენების თანახმად, მან ნოზაძეს ფული ნარკოტიკების შესაძენად ასესხა, - თამთა ჯანჯღავას ჩვენების მცირე მონაკვეთს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ჩვენების თანახმად, ნოზაძე ჯანჯღავას დაუკავშირდა და ფულის სესხება სთხოვა, სანაცვლოდ კი, თანხის დაბრუნების გარდა, მოსაწევი „ამფეტამინის“ მიცემასაც დაპირდა. ჯანჯღავას ჩვენების თანახმად, მომღერალმა მას არ ფული დაუბრუნა და არც ნარკოტიკული საშუალება არ მისცა. გარდა ამისა, ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ნოზაძემ მას ტელეფონზე აგინა.

„დამირეკა ირაკლი ნოზაძემ თავისი ნომრიდან და მითხრა, რომ უნდა დაეთრია „ფაქტი“ - „მისამართზე უნდა წავიდეო და ფულს ვკრავ, შენ რამდენი გაქვს რომ მომცეო“. აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვიცი რას გულისხმობდა ირაკლი წინადადებაში „მისამართზე უნდა წავიდე“. მე მას თავიდან ვუთხრი, რომ მქონდა 50 ლარამდე, თუმცა ირაკლიმ მითხრა, თუ მეტი მქონდა მესესხებინა მისთვის და უკან დამიბრუნებდა და ასევე მომცემდა მოსაწევ „ამფეტამინს“. მე მას ვენდე და ვასესხე 250 ლარი, რის გამოც მე და ნათია მივბრუნდით ირაკლის სახლთან და სადარბაზოსთან მივაწოდე 250 ლარი. ამის შემდგომ დაახლოებით საღამოს 16:00 საათისთვის, მე მივხვდი, რომ აღარ მსურდა „ამფეტამინის“ მიღება, რის გამოც დავურეკე ირაკლის და ვუთხარი, სასწრაფოდ ჩემი ფული დაებრუნებინა, რადგან აღარ მსურდა ნარკოტიკი. აღნიშნულზე ირაკლიმ მიპასუხა, რომ იყო მისამართზე და თავად დამირეკავდა, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, როდესაც აღარ დამირეკა, მე დავიწყე რეკვა მასთან, თუმცა არ მპასუხობდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი. ბოლოს, როდესაც მიპასუხა და მე მას მოვთხოვე, ან ფული დაებრუნებინა, ან კიდევ მოსაწევი „ამფეტამინი“ მოეტანა ჩემთვის, ირაკლიმ მიპასუხა: არც ერთი აღარ იყო და არც - მეორე. ასევე მაგინა დედის მისამართით“, - ნათქვამია თამთა ჯანჯღავას ჩვენებაში, რომელსაც „იმედი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქმის მასალებში ამ ეტაპზე ოფიციალურად ნარკოტიკული საშუალებები არ ფიგურირებს. არც დაცვის მხარე და არც ბრალდება აქამდე არ ადასტურებს, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძესა და თამთა ჯანჯღავას შორის კონფლიქტი ნარკოტიკის გამო მოხდა. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ ჯანჯღავამ ნოზაძეს 250 ლარი ასესხა და სწორედ ამ ვალის გამო დაიწყო მათ შორის კონფლიქტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა