შსს-მ ხაშურში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ხაშურში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.ლ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქ.

ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1986 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს და 1984 წელს დაბადებულ ო.თ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზ.ხ. და ო.თ. სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად,

1984 წელს დაბადებული ო.თ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა, რომელიც ოპერაციის დროს გარდაიცვალა“, - ნათვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო