„Art-გენის“ რეგიონული ტურნე დასრულდა, თბილისის ტური 8 ივლისს, ნინო ქათამაძის კონცერტით გაიხსნება

ფესტივალ “Art-გენი 2018-ის” რეგიონული ტურნე ლეჩხუმში დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის ტური ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება.

„Art-გენი 2018“-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო. „Art-გენი“ წელს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა. 15-წლიანი არსებობის მანძილზე ეს ყველაზე მასშტაბური რეგიონული ტურნე იყო.

ოთხივე რეგიონში ფესტივალზე წარმომადგენილი იყო: ხალხური რეწვის გამოფენები; ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენები; ფოლკლორული პროგრამა ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით და ჯგუფ „ფრანის“ და ჯგუფ „რეგიონის“ დასკვნითი კონცერტები.

„წელს, ფესტივალი მაყურებელს თბილისის ტურზე საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირის განმავლობაში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ გახსნის“. 15 ივლისს კი ნიაზ დიასამიძის და „33-ა“-ს კონცერტით დაიხურება.

წელს, „Art-გენ“-ზე პირველად ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. „Art-გენის“ მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ , რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ფრანის“ და ჯგუფ ReGGaeon - ის კონცერტები. ასევე, უკვე მეორედ „Art-გენის“ სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool-ს, რომლის სიმღერის ჩანაწერიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ჰიტად იქცა და მაყურებლის ფართო აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა