საინიციატივო ჯგუფი - თბილისის მერია კაფეებს ახალ გადასახადებს უწესებს! (R)

დედაქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი კაფე-ბარების საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზუსტებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას:

- არც ქალაქ თბილისის მერია და არც საკრებულოს დეპუტატები არ ამბობენ მთავარს, რომ კაფის მეპატრონეებს რამდენიმე მაგიდის ზაფხულის სეზონზე გარეთ გამოდგმისთვის უწესდებათ მერიისგან დამატებით გადასახადი! თორემ ვიზუალის,სახანძრო უსაფრთხოების და ფეხმავალი ქუჩების გამტარუნარიანობის კონტროლის წინააღმდეგი არავინ არის!

- კაფეების გარე ტერიტორია (60 კვ.მ-მდე) ფუნქციონირებს თავისი ძირითადი ფართის მიმდებარედ და ვერ და არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად. შესაბამისად, განეკუთვნება პირველი კლასის ნაგებობებს, რომლებსაც არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.

- კაფეს სპეციფიკიდან გამომდინარე სეზონურად იგი სტუმრებს იღებს ან შენობაში ან გარეთ (ზაფხულის ცხელ პერიოდში), ისე რომ სტუმრების რაოდენობა ჯამურად არ იზრდება, მაგალითად, ზაფხულში შენობა ცარიელია და გარე ტერიტორიაზე სხდებიან სტუმრები. შესაბამისად, კაფესთვის დამატებითი მაგიდების განთავსება გარეთ არ ნიშნავს დამატებით შემოსავალს. დამატებითი გადასახადების შემოღების შემთხვევაში კაფე ფიზიკურად ვერ გადაიხდის მას.

- კაფეების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ ქვაფენილზე აწყობს სკამს და მაგიდას (არ აქვს ფიცარნაგი), არ უშლის ხელს ფეხით მოსიარულეებს, ავტომანქანების გადაადგილებას, აქვს დასაკეცი მარკიზები, არ აქვს გარე სივრცე შემოღობილი ან ამოშენებული და არ არღვევს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს არ უნდა მოექცნენ სახელმწიფოს მხრიდან კაბალურ პირობებში, მაქსიმუმ რაც შეიძლება მათ მოეთხოვოთ ეს არის სკამის და მაგიდის დიზაინის შეთანხმება მერიასთან), რაც არ გამოიწვევს დამატებით გადასახადს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა