მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრის დეტალებზე საუბრობს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს მომხდარი დაჭრის დეტალებს იხსენებს. როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბრისას მომღერალმა განაცხადა, ბრალდებული მან საერთო მეგობრისგან გაიცნო. მისი თქმით, ჭრილობა დანით აქვს მიყენებული და არა „ბრელოკით“.

„ვიცნობ საერთო მეგობრისგან, სულ რამდენჯერმე ვართ შევხვედრილები. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი აგრესიული იქნებოდა. ერთ დღეს მჭირდებოდა რაღაც თანხა ჩემი პირადი პრობლემის მოსაგვარებლად და სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, ხომ არ ჰქონდა. ჩვეულებრივად მასესხა და დღის ბოლოს უნდა დამებრუნებინა. ისე მოხდა, რომ დღის განმავლობაში ცოტა დროც გაიწელა, მეგობრის ტელეფონზე დარეკა, რომელსაც ხმამაღალი რეჟიმი ჰქონდა ჩართული და აუგი სიტყვებით მომიხსენია. ალბათ, არ ელოდა, რომ მე ამ ყველაფერს გავიგებდი. მე გავიგე, გამოვართვი და, რა თქმა უნდა, აგრესიით ვუპასუხე. სავარაუდოდ, აქედან დაიწყო კონფლიქტი. მე ვუთხარი, რომ ერთ საათში ვიქნებოდი სახლში, მოსულიყო და გაგვერკვია. რომ მოვიდა უკვე ისეთი აგრესიით შემოვარდა ეზოში და ისეთი გაღიზიანებული იყო, რომ თავიდან არც ჩავედი. მეგობარი ჩავაგზავნე, რომ დაეწყნარებინა, რაც ვერ მოახერხა. ისევ გააგრძელა აუგი სიტყვებით მოხსენიება. ჩავედი მეც, დავჯექი ჩემივე მანქანაში, ვეუბნებოდი უკან გამომყოლოდა, რომ იქიდან გავრიდებოდი, რადგან მეზობლები და ხალხი იყო და არ მინდოდა ამ ყველაფერს შესწრებოდნენ. ამის პასუხად მივიღე ჩემ მანქანაზე წიხლების დარტყმა, მინაზე დანის დარტყმა - ჩამსხვრევა უნდოდა. ამაზე მეც გავღიზიანდი, კარი გავაღე, მივარტყი კარი და გავწიე. რომ გადმოვედი დავინახე, რომ ხელში დანა ეჭირა. მოგერიების მიზნით, ხელი მოვუქნიე. ამასობაში თვითონაც მომიქნია და არტერიაში ჩამარტყა. ხელი მივიფარე და მეორედ ხელშიც მომხვდა ის დანა. წავბორძიკდი და წავიქეცი. მან კიდევ გააგრძელა ხომ ხედავ რა მოგივიდა, ჯერ სად ხარ, ეს კიდე არაფერია და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.

მისი თქმით, ჭრილობა დანით აქვს მიყენებული და არა „ბრელოკით“.

„რა „ბრელოკი“, ამხელა ჭრილობას „ბრელოკით“ განზრახ ვერ მიაყენებ. საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.

ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

იხილეთ ვიდეო: "უნდათ ჩირქი მომცხონ, ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია, მაგრამ ეს პრობლემა წლების წინ იყო" - რას იხსენებს და რა ვერსიაზე საუბრობს "პიკასო" "პალიტრანიუსთან"

დიმიტრი შველიძე - ორიენტაციული არჩევნები გვაქვს, ან გაიმარჯვებენ მედასავლეთეები, ან პროჩრდილოელები, ან მედროვეები
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2020
კარლ ჰარცელი - სოფლად ორჯერ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს  - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას
"სილქნეტი" მომხმარებელს 29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხების შესახებ ინფორმაციას აწვდის და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის
"სილქნეტი" კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს