ხვალ საერთაშორისო ფორუმი - “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" გაიხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხვალ, „ICOM საქართველოს“ ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი - “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

საერთაშორისო ფორუმი "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"- ის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება იმართება პროექტის - "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის ევროპის მუზეუმების რეგიონულ ალიანსთან (ICOM Europe Alliance) თანამშრომლობით.

პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს ვორკშოპის ჩატარებას (3-4 ივლისი) სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებისათვის (16 მონაწილე).

საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს, რომ 21-ე საუკუნის მუზეუმის როლის სწორად გაცნობიერება და გაანალიზება მოხდეს, საზოგადოების განვითარების საკითხებში. ფორუმი ფართო საზოგადოებას გააცნობს მსოფლიო გამოცდილებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მისი სოციალური და ინკლუზიური ფუნქციის გამოწვევებისა და განვითარების საკითხებში, ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებს, ასევე, დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ-დისკუსიაში.

ფორუმის მთავარი სპიკერია ICOM-ის პრეზიდენტი სუეი აქსოი.

ფორუმი ერთდღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი; კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი; ასევე, ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა