ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვანი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, არსრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი".

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია და ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის მისიასთან ერთად, შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ დაკავებულის ადგილსამყოფელის დასაზუსტებლად და დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

"ცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ" - ოკუპანტების მიერ გატაცებული მე-12 კლასელის ძმა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს