დავით ზალკალიანი ე.წ.მესაზღვრეების მიერ არასრულწლოვნის დაკავებაზე- ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია

ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოზარდის დაკავებაზე ჩემი ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული. მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა ჩვენი პარტნიორი. მსგავსი შემთხვევების დროს არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა უკვე ამოქმედებულია“, - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.

დავით ზალკალიანი ე.წ.მესაზღვრეების მიერ არასრულწლოვნის დაკავებაზე - ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა