ირაკლი ნოზაძე - ცდილობენ, რომ ჩირქი მომცხონ - გასაგებია, რომ ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია

ცდილობენ, რომ ჩირქი მომცხონ, - ასე უპასუხა მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ „პალიტრანიუსის“ კითხვას მოხდა თუ არა დაპირისპირება ნარკოტიკული ნივთიერებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ნარკოტიკს მის დაჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია იმიტომ გაავრცელა, რომ ან სიტუაციის შემობრუნებას ცდილობენ ან ჩირქის მოცხობას აქეთ მხარეს, რადგან არალოგიკურია 250 ლარის გამო მიხვიდე და კაცი სასიკვდილოდ გაიმეტო. ზოგადად, არც ნარკოტიკული საშუალების გამო არის ეგ ლოგიკური, მაგრამ უნდათ, რომ ჩირქი მომცხონ. გულწრფელად ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა. მოგონილია იმისთვის, რომ ჩემს რეპუტაციას, ჩემს შვილებს, ჩემს ჯგუფსა და საქმიანობას ჩირქი მოცხონ და ხელი შეუშალონ. ექსპერტიზაც ჩატარდა, ჩხრეკაც ჩატარდა, მსგავსი რაღაც ახლოსაც არ არის ამ თემასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მივმართო საზოგადოებას, ნუ აყვებით რაღაც გამოგონილ, შეთითხნულ ჭორებს. გამოძიებას ვაცადოთ ყველაფერი. დამკითხეს, ჩვენება დეტალურად მივეცი“, - განაცხადა ნოზაძემ.

მისი თქმით, ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით კითხვა გამომძიებლებსაც ჰქონდათ.

„კითხვა ჰქონდათ რა თქმა უნდა, ამომწურავი პასუხი გავეცი და მათაც დავუდასტურე, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა და არც იქნებოდა. გასაგებია, რომ ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია, მაგრამ მსგავსი პრობლემა ჩემთან წლების წინ იყო და წლების წინვე დამთავდრა. მას შემდგომ მე არანაირი პრობლემა აღარ მქონია და ასე გავაგრძელებ. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად დამიდგეთ გვერდით. საკმარისია, რომ ერთხელ გაისვაროს ადამიანი მსგავსი ჩირქით და მისი ჩამოშორება უკვე ძალიან რთულია“, - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.

ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

იხილეთ ვიდეო: "უნდათ ჩირქი მომცხონ, ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია, მაგრამ ეს პრობლემა წლების წინ იყო" - რას იხსენებს და რა ვერსიაზე საუბრობს "პიკასო" "პალიტრანიუსთან"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს