დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა, სააპელაციო სარჩელი მათ ორი დღის წინ შეიტანეს. დაცვის მხარე მოსამართლის განაჩენს მკვლელობის მცდელობის ნაწილში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ.ჯ. სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით უნდა იყოს მსჯავრდებული.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ რეალურად გ.ჯ.-მ ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაზეც მსჯავრი დაედო. ჩვენ არ ვეთანხმებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი გვაქვს მითითებული სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც ვასაბუთებთ, რატომ იყო გ.ჯ.-ს ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება“, - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.

ამასთან, სააპელაციო სარჩელი შეიტანა მეორე მსჯავრდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემაც. შარაშენიძის დაცვის ქვეშ მყოფ გ.ბ.-ს მსჯავრი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაედო.

„გასაჩივებული მაქვს დადუნაშვილის ეპიზოდზე გამოტანილი განაჩენი. საჩივარში მითითებული მაქვს, რომ არ დგინდება არც ექსპერტიზის დასკვნებით და არც მოწმეთა ჩვენებებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ის დანაშაული, რის გამოც მას მსჯავრი დაედო. ასევე გავასაჩივრე წინასწარი შეცნობის ეპიზოდიც, რომელსაც ვასაბუთებ იმით, რომ ეს იყო შემთხვევითობა და იქ არავინ ელოდებოდა მას“, - განაცხადა ინგა შერაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელ ივნისს, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს კი 9 წელი და 9 თვე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა