ეკონომიკის სამინისტრო - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდზე www.pti.ge და ცხელ ხაზზე- 1484 არის შესაძლებელი

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდზე www.pti.ge და ცხელ ხაზზე - 1484 არის შესაძლებელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით.

„აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

ასევე, 2018 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

ავტოსატრანსპოტრო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელ ხაზზე მომხმარებლის მიერ დასმული კითხვები ძირითადად ეხება: ინსპექტირების ამოქმედების ეტაპებს; პერიოდულობას, ვადებსა და ღირებულებას; ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირებას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ადგილმდებარეობას, პროცედურებს, გამონაბოლქვის შემოწმებას და სხვ.

2018 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა