თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს

დედაქალაქის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. 1-ელი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.

აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღის წინ თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

"დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოწვევების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება დიდი მხარდაჭერა, თანადგომა, რადგან მერიას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თუმცა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის, რომ ის არსებული რეალობა რაც ჰაერის დაბინძურების კუთხით გვაქვს, იყოს მოგვარებული“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ.

„მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ავტომობილების ტექდათვალიერება და რომელიც ვერ გაივლის ამ ტექდათვალიერებას, ამოღებულ იქნას ხმარებიდან. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამაზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამინისტროებში",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, როგორც კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში მერია სატრანსპორტო პოლიტიკის ხედვას წარმოადგენს წლების მიხედვით, რათა არსებული მდგომარეობა შეიცვალოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა