ბექა დავითულიანი - 1-ელი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება მოხდება მათზე, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ

1-ელი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება მოხდება მათზე, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ღია კაფეებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვისაც მერიისთვის მიმართული აქვს ღია კაფეების გარეთ განთავსებაზე, მათ პრობლემა არ შეექმნებათ.

"დღესდღეობით, ვისაც მიმართული აქვს მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის ღია კაფეების გარეთ განთავსებაზე, მათ არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ვისაც მიმართული არ აქვს და კანონით ეკუთვნით, პირველი ივლისიდან მათზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება", - განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა