ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში, ტყიბულში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქარტველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე “მოიზიდე და გაანადგურე" ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 10 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა.

„ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს