ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის სამ შესახვევში, ასევე, თიგიშვილის პირველ შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ქანობიანი რელიეფის გამო, გზის რეაბილიტაცია ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევებში განსაკუთრებით რთული იყო. აღნიშნულ მისამართებზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა. რაიონის გამგეობამ ჯავის პირველი, მე-2 და მე-3 შესახვევები კაპიტალურად შეაკეთა და მოსახლეობა უკვე რეაბილიტირებული გზით სარგებლობს. მომდევნო წელს საგზაო ინფრასტრუქტურას ჯავის ქუჩის სხვა შესახვევებშიც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევების ქანობიან მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო, ძირითად ნაწილზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გზა, ასევე, მოასფალტდა ჯავისა და თიგიშვილის პირველ შესახვევებში. თიგიშვილის შესახვევში, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და გზის დამჭერი ორი საყრდენი კედელი აშენდა.

აღნიშნული პროექტებით გზის საფარი სულ 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 337 000 ლარი გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო