ნათია მეზვრიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო დიპლომატთა პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო დიპლომატთა პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმის, კერძოდ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. აღინიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც უბნის ინსპექტორის მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შეხვედრის მონაწილეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ კუთხით სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და მისი შექმნის კონცეფციას გაეცნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო