აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში ჩართული აჭარის რეგიონის კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეონა ბაბუნაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდა იმის თაობაზე, თუ როგორ განახორციელონ ეფექტიანი კომუნიკაცია პროგრამაში ჩართვის მსურველ ბიზნესსუბიექტებთან და რა მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ პროცესში პარტნიორ კომერციულ ბანკებს. აღინიშნა, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ და ინფორმირებას ახდენდნენ, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე, დამატებით ისარგებლონ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშემწყობი მექანიზმებით, სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე.

საბანკო სექტორთან შეხვედრა 26 ივნისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებსა და აჭარის რეგიონის ბიზნესსუბიექტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა, სადაც მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამავე შეხვედრაზე მეწარმეებმა კომერციული ბანკების, როგორც სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ჩართული სუბიექტებისგან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა